პუნქტუაციის საკითხები

უნქტუაციის წესები

პუნქტუაცია (მომდინარეობს ლათ. punctum “წერტილი” სიტყვისაგან) არის სასვენი ნიშნების დადგენილი სისტემადა ამ ნიშნების გამოყენების წესები. სასვენი ნიშნების წარმოშობა-ჩამოყალიბება უკავშირდება მწიგნობრობისგანვითარების ისტორიას.
პუნქტუაცია გულისხმობს ისეთი პირობითი ნიშნების არსებობას, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელი ხდებაფრაზის ბუნებრივი ინტონაციურ-მოდალური დანაწევრების გამოხატვა, წარმოთქმული ფრაზის შესაფერისიწერილობითი გადმოცემა.
თანამედროვე პუნქტუაცია არსებითად უნივერსალური (საერთაშორისო) სისტემაა როგორც ძირითად სასვენნიშანთა, ისე მათი გამოყენების ნორმების თვალსაზრისით. ეს იმას ნიშნავს, რომ სასვენ ნიშნებს არსებითადერთგვაროვნად იყენებს მსოფლიოს ყველა ძირითადი ქვეყნის მწიგნობრობა (მცირეოდენ თავისებურებათაგათვალისწინებით).
სასვენი ნიშნები და მათი ძირითადი დანიშნულება:

1. წერტილი
წერტილი ( . ) იწერება:

ა) თხრობითი წინადადების ბოლოს, თუ ეს წინადადება სინტაქსურადაც და აზრობრივადაც (ინტონაციურადაც)დასრულებულია, ანუ დამოუკიდებელია მომდევნო წინადადებისაგან:
მზე ჩადის. ფრინველები იბუდებენ. ვერძები რქებგადაყრილი უსაქმოდ დადიან.
ბ) სიტყვის შემოკლების აღსანიშნავად:
სოფ. (სოფელი), მდ. (მდინარე), ე.წ. (ეგრეთ წოდებული).
გ) ტექსტის პუნქტებად დაყოფის დროს, მონაკვეთების დანომრვის
მიზნით (1., 2., ა., ბ. და მისთ.)
შენიშვნა: ქართულში წერიტილი არ დაისმის სათაურის შემდეგ.

2. მძიმე
მძიმე ( ) დაისმის:

ა) რთული თანწყობილი ან რთული ქვეწყობილი წინადადებების შემადგენელ წინადადებებს შორის:
გრილი ნიავი უბერავდა, ხეები სასიამოვნოდ შრიალებდნენ.
მეორე ფაეტონი, რომლითაც მარო და ალექსანდრე მოვიდნენ, ჯერ ისევ ცარიელი იდგა.
ბ) შერწყმული წინადადების ერთგვაროვან წევრებს (ან ასეთი წინადადების ნაწილებს) შორის:
დაჰკრეს დაფს, დოლს, დაირას, დუდუკს, ზურნას.
მაშინ ჩემი მეგობარო მოვარდა, მხარზე ხელი გადამხვია.
გ) მძიმეებით გამოიყოფა განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები (ჩართული, დანართი, მიმართვა, შორისდებული, მიგებით-უკუთქმითი ნაწილაკები):
მეორე დეს, დილით ადრე, გამოსულიო ზაალ აივანზე...
ეჰ, ძმავ, წადი შენ შენს გზაზე სიმერით.
ჰო, შვილო, ეგეც მოხდება ხოლმე...
დ) სხვათა სიტყვისაგან ავტორისეული სიტყვების გამოსაყოფად:
– ახლავე წადი და უთხარი, – უბრძანა ბიძამ ვაჩეს, – ჩემს
მოსვლამდე არ გამოჩნდეთ-თქო.
ე) ავტორებისა და წიგნების დასახელებისას:
ა. შანიძე, ქართული ენის გრამატიკა, თბილისი, 1930წ.

3. წერტილ-მძიმე
წერტილ-მძიმე ( ):

ა) ეს ნიშანი ორ წინადადებას ყოფს იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი სინტაქსურად დამოუკიდებელია, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდრო აზრობრივი კავშირი აქვთ. მაგ.:
საცა გუთანს არ გაევლო, გაიარა; საცა ბარი არ მოხვედროდა, მოხვდა; საცა ვაზი არ იყო, ვაზით გაივსო;
საცა წისქვილი არ იყო, გაკეთდა...
ბ) წერტილ-მძიმე დაისმის აგრეთვე რაიმე აზრობრივი პუნქტების ჩამოთვლის დროს:
ორი წინადადებიდან უნდა აირჩიოთ ის, რომელიც
ა) უფრო გამართულია;
ბ) უფრო ზუსტად გამოხატავს აზრს;
გ) უფრო მარტივია აგებულებით;
დ) უფრო ნათელია შინაარსით.

4. კითხვის ნიშანი
კითხვის ნიშანი ( ) დაისმის კითხვითი წინადადების (ფრაზის) ბოლოს:
კაცმა რომ მოინდომოს, კლდეს გაარღვევსო, ხომ გაგიგონია?

5. ძახილის ნიშანი
ძახილის ნიშანი( ) დაისმის:

ა) ძახილის წინადადების ბოლოს:
– აბა, უყურე წუთისოფლის მუხანათობას!
ბ) მიმართვის ფორმების გამოყენების დროს:
დავით! ნახე! ჩემო ბატონო! საღამო მშვიდობისა!

6. კითხვა-ძახილის ნიშანი
კითხვა-ძახილის ნიშანი ( ?! ) დაისმის კითხვა-ძახილის წინადადების მომდევნოდ:
ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!

7. მრავალწერტილი
მრავალწერტილი ( ... ) იწერება:

ა) დაუმთავრებელი აზრის, გაწყვეტილი წინადადების შემდეგ:
მზითევს რას დავეძებო, ასე ამბობს თურმე... მე ქალი მინდაო, თვარა...
ბ) დაუსრულებელი ჩამონათვალის ბოლოს (“და სხვ.”-ს მაგიერ):
გაჩნდა ახალი ტერმინები: რეიტინგი, იმიჯი, მესიჯი, ბაიტი, ფაილი...
გ) თუ ციტატას სრულად არ ვიმოწმებთ (ვამოკლებთ):
“...ეს თავადი რომ აზნაურს ზურგს უქცევს, აზნაური – თავადსა, ორივენი – გლეხსა... ნუთუ ესენი... ქართველი ჰგონია ვისმე!”

8. ორწერტილი
ორწერტილი ( ) დაისმის:

ა) სხვათა სიტყვის გადმოცემის დროს – ავტორისეული სიტყვების შემდეგ (აგრეთვე – ციტატის მოყვანისას):
ბაში-აჩუკმა გაიცინა და უპასუხა:
– ჩემი სათქმელიც ეგ არის!
რუსთაველმა გვიანდერძა: “სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი”.
ბ)განმაზოგადებელი სიტყვის ან ფრაზის შემდეგ, როდესაც მას მოსდევს წევრების ჩამონათვალი:
ყველაფერი მდუმარებს: ხე, ქვა, ტყე, მთა და მინდორი.
შენიშვნა: განმაზოგადებელი სიტყვის შემდეგ უმჯობესია ტირე დაიწეროს, თუკი წინადადება ჩამონათვალით არ მთავრდება. მაგ.: აყვავდა ათასი ყვავილი – ია, კესანე, პირიმზე, ცისთვალა – და გარემოს სურნელი მოეფინა.
გ) ორწერტილი იწერება ისეთი წინადადების შემდეგაც, რომლის შინაარსსაც თითქოს გაშლის, დეტალურად წარმოადგენს მომდევნო წინადადება (წინადადებები):
შენ ვაზებში გიპოვე: მხარი დაგებჯინა ბარის ტარზე, ბარის ტარს დაჰყუდებოდი და გაშტერებული დასცქეროდი დედამიწას...

9. დეფისი
დეფისი ( ) არის მოკლე – ერთი მარტივი ასოს სიგანის – ჰორიზონტალური ხაზი, რომელიც გამოიყენება:

ნაირფუძიანი ან გაორკეცებული რთული სიტყვების  დაწერილობისას:
ნაპირ-ნაპირ, ორ-ორი, მთა-ბარი, მისვლა-მოსვლა, ქართლ-კახეთ-იმერეთი...
ბ) ზოგი ისეთი უცხოური გეოგრაფიული სახელის გადმოცემისას, რომელიც იმ ენაზე ცალ-ცალკე იწერება:
ნიუ-იორკი, სან-მარინო, სენტ-კიტსი, სან-ფრანცისკო...
გ) სხვათა სიტყვის -მეთქი და -თქო ნაწილაკების დართვისას:
ხომ გითხარი, არ გამოვა-მეთქი!
დ) თავსართ-ბოლოსართების დართვისას რიცხვით სახელებზე:
მე-2 რიგი, გიორგი I-მა, №120-ში...
ე) სიტყვის გადატანისას: ბირთვი...

10. ტირე
ტირე ( – ) არის ორი დეფისისხელა ჰორიზონტალური ხაზი, რომელიც, ამავე დროს, დეფისისაგან განსხვავებით, თითო ინტერვალით კიდევ უნდა დასცილდეს წინა და მომდევნო სიტყვებს. ტირე გამოიყენება:

ა) რთული შედგენილობის წინადადების მეორე (ან მესამე, მეოთხე და ა. შ.) ნაწილში ამ წინადადების პირველ ნაწილში წარმოდგენილი რომელიმე წევრის გამოტოვებისას:
ღიმილი ჯადოსნური ჰქონდა, სიტყვა-პასუხი – ტკბილი...
ბ) სხვათა სიტყვისაგან ავტორის სიტყვების გამოსაყოფად და დიალოგური მეტყველების დასაყოფად:
– სიყვარული ძნელია! – უპასუხა მეორემ, – გაიგებდი, ერთმანეთი ჰყვარებიათ.
– ურმები გაისტუმრე?
– გავისტუმრე, შენი ჭირიმე!..
– სად გაისტუმრე?
– ყანაში, შენი ჭირიმე!
– რამდენია?
– ოთხი საბატონო და ათი ბეგრისა.
გ) განმაზოგადებელი სიტყვის წინ, როცა მას წინ უსწრებს ერთგვაროვანი წევრების ჩამონათვალი:
სახლსაც, მამულსაც, სახნავ-სათეს იარაღსაც, საქონელსაც
– სუყველას აირჩევს.
დ) ტირე შეიძლება დაიწეროს განკერძოებული სიტყვებისა და გამოთქმების გამოსაყოფადაც (მძიმეების ფარდად):
ამას წინათ – სულ ორი კვირა არ იქნება – კინაღამ სოფლის სასამართლომ გომურში არ დაამწყვდია!

11. ფრჩხილები
ფრჩხილები – ( ) – გამოიყენება:

ა) როცა გამოსაყოფია წინადადებაში ჩართული სიტყვა ან გამოთქმა ნათქვამის დასაზუსტებლად თუ განსამარტავად:
...იქნებ იმაზე მაინც გადაეყოლებინა ჯავრი, მით უმეტეს, რომ ეს ხელობა (მასწავლებლობა) ძლიერ უყვარდა.
ბ) ცალმხრივი ფრჩხილი გამოიყენება ჩამონათვალის დანომრვის დროს: ა), ბ), 1), 3)...
შენიშვნა: კვადრატულ ფრჩხილში – [ ] – ჩაისმის აღდგენილი (ან ჩამატებული) ადგილი ტექსტში:
[ბერიძემ] უნდა მისცეს ხალხს წესი და რიგი...

12. ბრჭყალები
ბრჭყალებში ( “ “ ) ჩაისმის:

ა) პირდაპირი ნათქვამი ან ციტატა:
ილია მადლიერებით იხსენებს პეტერბურგში განსწავლის წლებს: “ოთხი წელიწადი იყო, რაც მე რუსეთში ვიმყოფებოდი...”
ბ) ირონიულად (არაპირდაპირი მნიშვნელობით) გამოყენებული სიტყვა თუ გამოთქმა:
მისი ტვინი წისქვილის ბორბალივით მოუსვენრად ბრუნავდა, რომ რამე ხერხი მოეგონა, “ძმურად” არ გაჰყოფოდა მისი “სიმდიდრე”.
გ) რაიმე საზოგადოებისა, ორგანიზაციისა თუ დაწესებულების დასახელება; წიგნის, ნაწარმოებისა თუ გამოცემის სახელწოდება:
სასტუმრო “თბილისი” მალე გაივსო სტუმრებით;
“მოქალაქეთა კავშირი” გაზეთ “24 საათში” გამოაჭენეს. თეატრმა წარმოადგინა “ოტელოს “ განახლებული დადგმა.
დ) ბარბარიზმები და სხვა არანორმატიული გამონათქვამები:
“იამშჩიკმა” თვალები აახილა და მე ბღვერა დამიწყო.


No comments:

Post a Comment