შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
·
ასახელებს ნაწარმოების თემას;
·
ავლებს პარალელს
თემატურად მსგავს ნაწარმოებებთან;
·
მსჯელობს მისთვის
საინტერესო საკითხების შესახებ და გამოხატავს საკუთარ პოზიციას;
·
აფასებს ნაწარმოებში განვითარებულ მოვლენებს სხვადასხვა პერსონაჟის
პოზიციიდან;
·
ამოიცნობს და ასახელებს მარტივ
მხატვრულ სიმბოლოებს.
ერთმანეთთან
დაკავშირება, ინტერპრეტირება და მსჯელობა მათს ურთიერთმიმართებაზე; აქვს
მედიაწიგნიერების საწყისი უნარ-ჩვევები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
·
აკვირდება ტექსტზე დართულ ილუსტრაციებს და მსჯელობს,
რამდენად ასახავს ილუსტრაცია ტექსტის განწყობას, რას გვეუბნება იგი ტექსტში
აღწერილი ადგილის, დროის, ამბის, პერსონაჟთა ხასიათების, მათი
ურთიერთდამოკიდებულებისა და ემოციების შესახებ; აფასებს, რამდენად ეხმარება მას
ილუსტრაცია ტექსტის აღქმაში და/ან იძლევა თუ არა იგი დამატებით მასალას ტექსტის
შესახებ;
·
ილუსტრაციებზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდს უცნობი /
შესასწავლი ტექსტის შინაარსის, თემატიკის, ადგილის, დროის, პერსონაჟთა
ხასიათების, ურთიერთდამოკიდებულებისა და ემოციების შესახებ; ტექსტის გაცნობის
შემდეგ მსჯელობს, რამდენად გამართლდა მისი ვარაუდი;
·
ქმნის წაკითხული ან მოსმენილი ტექსტის
ილუსტრაციას/ილუსტრაციებს (შესაძლებელია, კომპიუტერული გრაფიკული რედაქტორის გამოყენებით);
ახსნის, რა კავშირშია მის მიერ შექმნილი ილუსტრაცია/ილუსტრაციები ტექსტთან ან
ტექსტის ცალკეულ ეპიზოდთან;
·
ქმნის სხვადასხვა სახის მიზნობრივ ტექსტებს (მაგალითად,
სარეკლამო განცხადებას, მოსაწვევს სასკოლო ღონისძიების პრეზენტაციაზე და
სხვ.) ელექტრონულ ფორმატში, სათანადოდ
აფორმებს მათ და დააგზავნის
თანაკლასელებთან ელექტრონული ფოსტით;
·
აკვირდება და აფასებს თანატოლის მიერ შექმნილ მიზნობრივ
ტექსტს იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად უწყობს ხელს ტექსტის სტრუქტურა მისი
შინაარსის აღქმას (ილუსტრაციისა და
ტექსტის ურთიერთმიმართების, შრიფტის სახესხვაობის, რუბრიკების, ტექტის
აბზაცებად/სვეტებად დაყოფის, ნაწილების დასათაურებისა და ა.შ. საფუძველზე).
|
No comments:
Post a Comment